რომას
კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში
დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა სკუადრა აძურა 2006 წლის მოგების
შემდეგ დატოვა. თუმცა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე
მარჩელო ლიპის დაბრუნებამ ტოტის შესაძლოა დაბრუნებისკენ უბიძგოს.
"იმ
შემთხვევაში თუ ჯამრთელობა არ შემაწუხებს და თამაში პრობლემა არ მექნება,
ნაკრებში ნახევარი ან ერთი წლის შემდეგ დავბრუნდები." - განაცხადა ტოტიმ.
მადრიდის
"რეალის" ბრაზილიელი ფორვარდი რობინიო გამოტოვებს ოლიმპიურ თამაშებს ფეხის
ტრავმის გამო. მან უკვე დატოვა ბანაკი, სადაც შეკრებილნი არიან
ფეხბურთელები და ემზადებიან ტურნირისათვის. ამ ინფრომაციას Sky Sports
ავრცელებს და იქვე რობინიოს კომენტარს გვთავაზობს.
"ძალიან
სამწუხაროა მე ვერ დავეხმარები ჩემს ნაკრებს. რა თქმა უნდა მინდოდა იქ
თამაში, თუმცა მედიკოსებმა ჩემი ფეხის მდგომარეობა არა დამაკმაყოფილებლად
მიიჩნიეს და სწორედ ამიტომაც პეკინში ვერ გავემგზავრები. ბიჭებს კი
წარმატებას ვუსურვებ და დიდი იმედი მაქ ისინი ოქროს მედლებისათვის
იბრძოლებენ." - დაასრულა ბრაზილიემა ფეხბურთელმა.
საფეხბურთო
კლუბ "რეალის" თავდასხმელმა რუუდ ვან ნისტელროიმ ჰოლანდიის ნაკრებში
კარიერა დაასრულა. ამ ფაქტის შესახებ მან კომენტარი გააკეთა და თქვა
მიზეზები, რატომაც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
"მე ყურადღებით
შევისწავლე, როგორც მადრიდის "რეალის" ასევე ჰოლანდიის ნაკრების
კალენდარი. მე მესმის, რომ ორივე გუნდის შემადგენლობაში გამოსვლა ძალიან
დიდ დატვირთვებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მე მივიღე
გადაწყვეტილება, რომ აღარ გამოვიდე ჰოლანდიის ნაკრებში და სრული
კონცენტრაცია "სამეფო კლუბზე" გავაკეთო." - აღნიშნა ნისტელროიმ, რომელმაც
2008 წლის ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა. სულ "ნარინჯისფრების"
შემადგენლობაში ფეხბურთელმა ჩაატარა 64 შეხვედრა და გაიტანა 33 გოლი.
არგენტინელი
ფეხბურთელი ლიონელ მესი ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაზე, რომელიც ორ
დღეში აიღებს სტარტს. თავის კლუბებში დაბრუნება მოუწევთ ასევე დიეგოსა და
რაფინიას. შეგახსენებთ, რომ ამ მოთამაშეების გუნდებმა ანუ - "შალკემ",
"ვერდერმა" და "ბარსელონამ" შეიტანეს სარჩელი საარბიტრაჟო სასამართლოში.
ამ ორგანომ კი გადაწყვეტილება კლუბების სასარგებლოდ მიიღო და მათ მისცა
იმის უფლება არ გაუშვან კუთვნილი ფეხბურთელები ოლიმპიადაზე.
აქვე
გეტყვით, რომ რამოდენიმე დღის წინ ფიფამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის
მიხედვითაც გუნდებს არ ჰქონდათ უფლება არ გაეშვათ 23 წელს ქვემოთ მყოფი
ფეხბურთელები ოლიმპიადაზე. სასამართლო კი მიიჩნევს, რომ ფიფას პოზიცია არ
არის განსაზღვრული კანონებით. ასე, რომ პეკინში ვერ იასპაერეზებენ მესი,
რაფინია და დიეგო და მართლაც, რომ დააკლდებიან აღნიშნულ ტურნ
... კითხვის გაგრძელება »
ა
ჯგუფში ვითარება დაიძაბა,კითხვის ნიშნის ქვეშ არის ჩეხების ჯგუფიდან
გასვლა. ჩეხებს 3 ქულა აქვთ ისევე როგორც თურქებს,მაგრამ საქმე იმაშია
რომ,ჩეხებს გატანილი აქვთ 2 გოლი და გაშვებული აქვთ 3 გოლი, თურქების
შედეგიც იგივეა, ამ მხრივ ყველაფერი თანაბრადაა, მაგრამ თუ მატჩი ფრედ
დამთავრდა დამატებითი დროის გარეშე პენალტების სერია დაინიშნება.
კარელ
ბურკნერმა განაცხადა:" არ არის გამორიცხული საქმე პენალეტების სერიაზე
მივიდეს. თურქები თავს დაიცავენ და არც ჩვენ შევუტევტ უკან
მოუხედავად,თურქებმა თავისი ძალა შვეიცარიასთან მატჩის დროს
ანახეს.შვეიცარიელები უპირატესობას ფლობდნენ
... კითხვის გაგრძელება »
აქიდან
შეგიძლიათ გადაიწეროთ გოლები, რომელიც გატანილი იქნა გუშინდელ თამაშებში.
ანუ შვედეთისა და საბერძნეთის ორ გოლს და ესპანეთი და რუსეთის 5 გოლს,
რომელიც გავიდა ამ შეხვედრაში.
ჩეხეთი
პორტუგალიის დამთავრების შედმეგ ბაზელში გაიმართება შეხვედრა შვეიცარიასა
და თურქებს შორის, ამ გუნდებს ჯერ კიდევ შანსი აქვთ . ორივე გუნდისთვის ამ
მატჩს დიდი მნიშვნელობა აქ, ამ მატჩს განსჯის სლოვაკი სპეციალისტი ლუგოშ
მიხელი.
იცით რომ შვეიცარიელებს გამოაკლდებათ ფრეი,მაგრამ თურქებს
ვერ დაეხმარება ემრე ბელუზოღლუ.კითხვის ნიშნის ქვეშ არის თურქი
ფეხბურთელის სერვეტის თამაშიც.
რაც შეეხება ურთიერთ შეხვედრებს,
შვეიცარიელებსა და თურქებს შორის 14 მატჩი ჩატარდა აქედან 4
შვეიცარიელებმა მოიგეს, 7 თურქებმა და 3 ფრედ დასრულდა
სავარაუდო შემადგენლობა
შვეიცარია:ბენალიო,დეგენი,მიულერი, სენდეროსი,მანინი,ბერამი
... კითხვის გაგრძელება »
შვეედების
ერთერთმა კარგმა და მებრძოლმა ფეხბურთელმა ვილჰემსონმა ტრავმა მიიღო,მას
ბარძაყის კუნთი დაეჭიმა როდესაც იგი ბურთისკენ მირბოდა, ფეხბურთელს
აშკარად არ გაუმართლა.
"არამგონია მან ითამაშოს ესპანეთის
წინააღმდეგ, ასევე პატარა შანსია რომ მან რუსების წინააღმდეგ
ითამაშოს,რომელიც 18 ივნისს გაიმართება."-განაცხადა ტრე კუნურმა
ამ
თამაშს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქ, ფავორიტი გუნდი ალბათ
არცერთი არ არის ტრავმების მხრივ პრობლემები არცერთ ნაკრებს აქვს,მაგრამ
კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და ეს დანაკლისი შვედებისთვის ძალიან დიდი
იქნება.ისტორიის მხრივ შვედებმა 1920 წელს მოუგეს ბერძნებს ოლიმპიადაზე
ანგარიშით 9:0, მაგრამ აღსანიშნავია რომ შვედებს 1920 წლის მერე არ
მოუგიატ ბერძნებისთვის სულ კი 6 მატცი ჩაატარეს, ბოლოს ამ გუნდებმა 2003
წელს ითამაშეს სადაც ბერძნებმა დაამარცხეს შვედები 2:1.
სავარაუდო შემადგენლობა:
საბერძნეთი: ნიკოპოლიდისი, სეიტარიდისი,დელასი,კირიაკოსი,ტოროსიდისი,ბასინა
... კითხვის გაგრძელება »