რამდენიმე დღის წინ, ალბათ, ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ მადრიდის
“რაელის” პრეზიდენტი რამონ კალდერონი, თავისი წინამორბედის გზას
გააგრძელებდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ხმაურიან
გარიგებას, სწორედ მადრიდულ კლუბს დაუკავშირებდა. აღნიშნული ტრანსფერის
რეალობას, თავად გარიგების ობიექტი – კრისტიანო რონალდოც ადასტურებდა,
მაგრამ გუშინწინ ესპანური Publico-სთვის მიცემულ ინტერვიუში, პორტუგალიელი
ფეხბურთელი სხვაგვარად აჭიკჭიკდა. გთავაზობთ აღნიშნული ინტერვიუს სრულ
ვერსიას.
დღეს
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის
კენჭისყრა გაიმართა. გთავაზობთ ამ კენჭისყრის შედეგებს. ეჭვგარეშეა, რომ
ყველაზე დიდ ინტერესს გერმანული "შალკესა" და ესპანური "ატლეტიკოს"
დაპირისპირება გამოიწვევს. ამის გარდა საინტერესო იქნება ფლორენციის
"ფიორენტინისა" და ჩეხური "სლავიას" ჯახი. მაშ ასე გთავაზობთ უკლებლივ
ყველა წყვილს.
მილანმა
უარყო გავრცელებული ინფორმაცია თითქოს კაკა ჩელსიში გადადის, რამეთუ
ფლეიმეიკერის გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის. ადრე ბრაზილიელის აგენტმა
განაცხადა, რომ ლონდონელებმა მისი კლიენტის შეძენის თაობაზე მოლაპარეკა
დაიწყეს. ამას გარდა აგენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩელსი მზად იყო კაკას
სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაეხადა.
იტალიური
პრესის ცნობით "მილანმა" "ჩელსის" მცველის ბრანისლავ ივანოვიჩის ყიდვა
მოინდომა. სერბი უკანა ხაზელი ლონდონში გასულ წელს გადავიდა, თუმცა მათ
შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. "როსონერის" ხელმძღავნელები
სერბ ფეხბურთელს ამჟამად ტრავმირებულ ალესანდრო ნესტას შემცვლელად
მოიაზრებენ.
გარდა მილანური გუნდისა ივანოვიჩს მეორე იტალიურმა
კლუბმაც - "იუვენტუსმაც" დაადგა თვალი. "ჩელსი" მზადაა შესაბამისი თანხის
მიღების შემდეგ გაუშვას მოთამაშე თუმცა მათი ბრაზილიელი მწვრთნელის - ლუიშ
ფელიპე სკოლარის თქმით "არისტროკრატებისთვის" მცველის თაობაზე არავის
მოუმართავს. შეგახსენებთ, რომ ივანოვიჩი "ჩელსიში" მოსკოვის
"ლოკომოტივიდან" გადავიდა.
როგორც
აღმოჩნდა "რეალის" პრეზიდენტი რამონ კალდერონი "არსენალის" ნახევარცველზე
ცესკ ფაბრეგასზე ოცნებობს. ესპანელი ფეხბურთელი იყო ერთ - ერთი დაპირება
"სამეფო კლუბის" პრეზიდენტობის არჩევნებზე ორი წლის წინ. კალდერონი
გულშემატკივრებს ქრისტიანო რონალდოსაც პირდებოდა, თუმცა როგორც ჩანს
საქმეები ისე ვერ მიდის როგორც მას სურს.
ეხლა კი ფაბრეგასის
საკითხი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. როგორც Marca იტყობინება "რეალმა" ამ
თვეში უკვე ორჯერ გაუგზავნა შეთავაზება "არსენალს" ნახევარცველის თაობაზე.
თავად ფეხბურთელს კი პრემიერლიგის დატოვება ამ დროისათვის არ სურს.
სავარაუდოდ ეს ტრანსფერი ერთი სეზონის შემდეგ განხორციელდება.
"დეილი
სტარი" სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ტაბლოიდის მტკიცებით, "მანჩესტერ
იუნაიტედი" მზადაა, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები გააჩაღოს და ტიერი
ანრის გაუფორმოს კონტრაქტი. ბრიტანელებს "ტოტენჰემელი" დიმიტარ ბერბატოვის
შეძენა სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. ლონდონელებმა ფეხბურთელის
სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა მოითხოვეს. "იუნაიტედს" კი თავდასხმელი
სჭირდება და ფრანგ ვარსკვლავს დაადგა თვალი.
"დეილის სტარს" თუ
დავუჯერებთ სერ ალექს ფერგიუსონი კატალონიელებს 15 მილიოონ გირვანქას
გადაუხდის. ანრი "ბარსაში" გასულ სეზონში "არსენალიდან" გადავიდა.
ლონდონელებმა კომპენსაციის სახით 13,6 მილიონი გირვანქა მიიღეს.
"მანჩესტერთან" გარიგების შემთხვევაში კი 1.4 მილიონი გირვანქა დარჩებათ.
როგორც
ესპანური "მარკა" იტყობინება "ჰამბურგის" ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ
ვაარტი შემდეგ კვირაში ოფიციალურად გადავა მადრიდის "რეალში". ტრანსფერის
დეტალები უკვე გარკვეული გერმანულ გუნდთანაც და ჰოლანდიელი ფლეიმიეკერი
"სამეფო კლუბში" 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ ითამაშებს. ხელშეკრულება კი
გაფორმენული იქნება 5 წლით.
გამოსამშვიდობებელ მატჩებს ვან დერ
ვაარტი ითამაშებს "ემირეითსის" ტურნირზე, რომელიც დღეს დაიწყება. ბედის
ირონიით "ჰამბურგი" ბოლო მატჩს სწორედაც, რომ "რეალთან" ჩაატარებს.
აღნიშნული ტურნირი ლონდონში გაიმართება.
მილანის
ჰოლანდიელი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი სანაკრებო კარიერის დასრულებას
არ აპირებს და ეროვნულ გუნდში დაბრუნებას ახალი მთავარი მვრთნელს, ბერტ
მარევიკის ხელში ფიქრობს. -იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ეროვნული
ნაკრების ნაწილი კვლავ გავხდები, ცხზადია, ყველაფერი ახალ მწვრთნელზეა
დამოკიდებული, მაგრამ დაბრუნებისთვის მზად ვარ,-განაცხადა ზეედორფმა. ფეხბურთელმა ჰოლანდიის ნაკრების შემადგენლობაში 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზ გამოსვლაზე უარის თქმა ასე ახსნა: -ევროპის
პირველობაზე რომ წავსულიყავი და მხოლოდ რამდენიმე წუთი მეთამაშა,
გაუგებრობა მოხდებოდა. გუნდში ატმოსფერო დაძაბვა არ მსურდა ამიტომ,
ტურნირში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. დარწმუნებული ვარ სწორად მოვიქეცი.