"დეილი
სტარი" სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ტაბლოიდის მტკიცებით, "მანჩესტერ
იუნაიტედი" მზადაა, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები გააჩაღოს და ტიერი
ანრის გაუფორმოს კონტრაქტი. ბრიტანელებს "ტოტენჰემელი" დიმიტარ ბერბატოვის
შეძენა სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. ლონდონელებმა ფეხბურთელის
სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა მოითხოვეს. "იუნაიტედს" კი თავდასხმელი
სჭირდება და ფრანგ ვარსკვლავს დაადგა თვალი.
"დეილის სტარს" თუ
დავუჯერებთ სერ ალექს ფერგიუსონი კატალონიელებს 15 მილიოონ გირვანქას
გადაუხდის. ანრი "ბარსაში" გასულ სეზონში "არსენალიდან" გადავიდა.
ლონდონელებმა კომპენსაციის სახით 13,6 მილიონი გირვანქა მიიღეს.
"მანჩესტერთან" გარიგების შემთხვევაში კი 1.4 მილიონი გირვანქა დარჩებათ.
|