რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი მოსახლეობის "ცოცხალი ჯაჭვი" თავისუფლების მოედნისკენ უკვე დაიძრა.
საქართველოს
მოქალაქეები, რომელთა შორის არიან საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები,
მწერლები დროშებით ხელში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. მათ ხელში
ანთებული სანთები უჭირავთ.
მოქალექეების თქმით, ეს ანთებული სანთლები არის მშვიდობის სიმბოლო, სიმბოლო იმისა, რომ ქართველ ხალხს სურს მშვიდობა.
რუსეთის
საელჩოსთან ამ წუთებში რჩება ხალხი, რომელიც სკანდირებს, რომ ოსები არიან
ჩვენი ძმები. აქციის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოსთან რამდენჯერმე
შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.