თბილისში სტრატეგიული ობიექტების და ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების
შენობების ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს"
შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჯერჯერობით არ ვრცელდება
ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდება თუ არა სტრატეგიული ობიექტების
მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციაც. ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო. ავლაბრიდან გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა. როგორც ცნობილია, ავლაბარში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. ევაკუაცია ხდება ასევე თავდაცვის სამინისტროში და მის მიმდებარედ. მოსახლეობას მეტროს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.