იტალიის
ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანდრე პირლო, მიუხედავად მის
მიმართ რამდენიმე კლუბის მხრიდან არსებული ინტერესისა, “მილანის”
დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. “მილანში”
თავს კარგად ვგრძნობ. ორი წლის წინ სხვა ვითარება იყო, რადგან შესაძლოა,
სერია ბ-ში დავექვეითებინეთ და მაშინ, ალბათ, წავიდოდი. თუმცა, ახლა
ყველაფერი ნორმალურადაა და სხვა გუნდში გადასვლის აზრს ვერ ვხედავ”, -
განაცხადა პირლომ. პირლო “მილანში” 2001 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 208 მატჩში, მეტოქის კარში 30 გოლი გაიტანა.