იტალიის
ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა და “მილანის” 40 წლის
კაპიტანმა პაოლო მალდინიმ, კლუბთან კონტრაქტი 2009 წლის 30 ივნისამდე
გააგრძელა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “მილანის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება. გასული
წლის ზაფხულში, მალდინი აცხადებდა, რომ მშობლიური გუნდის რიგებში ბოლო
სეზონს ჩაატარებდა, მაგრამ მან აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ
“როსონერის” ღირსებას დაიცავს. მალდინი “მილანში” 1984 წლიდან გამოდის და 617 მატჩში 29 გოლი გაიტანა. 40 წლის მცველი, იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1988-2002 წლებში იცავდა და 126 მატჩში, მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო.