ლონდონის
“არსენალის” ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა, “მილანში” გადასვლაზე,
იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას წინასწარი თანხმობა მისცა. იტალიური
გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ირწმუნება, რომ წინასწარი შეთანხმება
მიღწეულია და უახლოეს დღეებში, “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო
გალიანი და კლუბის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა, ლონდონს ეწვევიან და
“მეთოფეებთან” ტოგოელის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების ბოლო ეტაპს
გამართავენ. გამოცემის ინფორმაციით, “მილანს”, ადებაიორის ტრანსფერი,
დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაუჯდება