იტალიური
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა აღიარა, რომ საკუთარი გუნდის რიგებში,
ლონდონის “ჩელსის” კოტ დივუარელ ფორვარდ დიდიე დროგბას ნახვა უნდა. ამის შესახებ, ანჩელოტიმ Tribalfootball-ს განუცხადა. “მე მჭირდება ძალისმიერი, მოწინააღმდეგეებზე ფიზიკურად ძლიერი, მათი დამთრგუნველი ფორვარდი”, – ამბობს კარლო ანჩელოტი. “ჩელსი”,
საკუთარი ბომბარდირის სანაცვლოდ, 30 მილიონ ევროს ითხოვს. კოტ დივუარელის
შეძენა მილანის “ინტერსაც” უნდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც, ცოტა ხნის
წინ, “ჩელსიში” დროგბას ყოფილი დამრიგებელი, პორტუგალიელი ჟოზე მაურინიო
გახდა.