იტალიის
“მილანმა”, რომელმაც განვლილ სეზონში სერია ა-ში მე-5 ადგილი დაიკავა და
ჩემპიონთა ლიგაში ადგილი ვერ მოიპოვა, შესაძლოა, ევროპის ყველაზე
პრესტიჟულ ტურნირში მაინც მოხვდეს. ამის შესახებ, იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Channel 4-ი იუწყება. “მილანის”
ჩემპიონთა ლიგაში თამაში, მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, თუკი
ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია უეფას მიმართავს, სოფიის ცსკა, ფინანსური
პრობლემების გამო, ტურნირზე არ დაუშვას. ამ შემთხვევაში, თავისუფალ ადგილს ის კლუბი დაიკავებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოხვდა, მაგრამ უეფას რეიტინგით საუკეთესოა. ასეთი გუნდი კი სწორედ “მილანია”.