იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბარსელონას” მცველი ჯანლუკა ძამბროტა “მილანში” გადავიდა.
ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება.
“როსონერის” პრეს-სამსახური კლუბსა და ფეხბურთელს შორის გაფორმებული
კონტრაქტის დეტალებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა, ინტერნეტ-გამოცემა
TMW-ის ინფორმაციით, 31 წლის მცველის ტრანსფერის ღირებულებამ 8,5 მილიონი
ევრო შეადგინა, ხოლო თავად ძამბროტამ “მილანს” მომავალი 3 წლით დაუკავშირა
და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ჯანლუკა ძამბროტა
“ბარსელონაში” “იუვენტუსიდან” 2 წლის წინ, კორუფციული სკანდალის შემდეგ
გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში
58 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.