მილანის
ისტორია სათავეს შორეულ 1899 წელს იღებს.ამ წლის 16 დეკემბრის ბნელ ღამეს
თერთმეტმა ახალგაზრდამ,რომლებიც მილანის ერთერთ სასტუმროში
იმყოფებოდნენ,გადაწყვიტეს შეექმნათ საფეხბურთო კლუბი.იმ დროს მილანს უკვე
ჰყავდა ერთი გუნდი,მაგრამ იგი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა.მილანის შექმნაში
მონაწილეობდნენ ინგლისელები(კილინი,ედვარდსი,ელისონი,ბარნეტი და ნატანი)
და იტალიელები (პირელი,კამპერიო,ანგელონი,დუბინი და ვალერიო) მილანს
თავდაპირველად უწოდეს „კრიკეტისა და ფეხბურთის კლუბი“,თუმცა შემდეგ სახელი
გადაარქვეს.კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო ალფრედ ედვარდსი.მილანის ერთერთ
ღვინის მაღაზიაში მათ გახსნეს მილანის ე.წ. ფან–კლუბი,რომელიც დიდი
პოპულარობით სარგებლობდა ინგლისელ ტურისტებს შორის.კლუბის პირველი
კაპიტანი გახდა ჰერბერტ კილინი,მანვე შექმნა კლუბის ფორმა:შავი და
წითელი.1900 წლის 11 მარტს მილანმა ჩაატარა პირველი არაოფიციალური მატჩი
მილანის მეორე კლუბთან „მედიოლანუმასთან“.კლუბის შემადგენლობაში იყვნენ:ჰუუდი,კანიანი,ტორეტო,ლისი,კილინი,ვალერიო,დუბინი, დევისი,ნევილი,ელისონი,ფორმენტი.მილანმა
თამაში 3–0 მოიგო.ამ მოგების შემდეგ მილანი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში
გაწევრიანდა და იტალიის ჩემპიონატში თამაშის უფლება მიიღო.მილანმა პირველი
ოფიციალური მატჩი 1900 წლის 15 აპრილს ჩაატარა „ტორინეზეს“ წინააღმდეგ და
დამარცდხა 3–0.ცუდი დებიუტის მიუხედავად მილანი ჩემპიონატის ფინალში
გავიდა და იმ დროს იტალიის საუკეთესო კლუბი „ჯენოა“ 3–0 დაამარცხა.ეს იყო
მილანის პირველი ტიტული.მომდევნო სეზონში „ჯენოამ“ რევანში აიღო და
ფინალში 2–0 დაამარცხა მილანი.1903 წლის სეზონი მილანმა „იუვენტუსთან“ 0–2
მარცხით დაასრულა,თუმცა იმ სეზონში მილანმა სამი არაოფიციალური ტიტული
მოიგო:ალექსანდრიის ტურნირი,სან მარკოს თასი და ნავარას თასი.აღნიშნული
წარმატებების შემდეგ გადაწყვეტილ იქნა რომ კლუბს შეცვლოდა სახელი და 1905
წელს მას დაერქვა "Foot-ball Club Milan". თუმცა სახელის ცვლილებამ
სეზონში წარმატება გუნდს ვერ მოუტანა და პირველივე წრეში მილანეზესთან
მარცხდება. 1906 წლის სეზონი ტრიუმფით დასრულდა მილანისთვის, ფინალში იუვე
იქნა ძლეული 2 მატჩიან დაპირიპირებაში 0-0 და 2-0. 1907 სეზონში
მილანმა შეძლო სკუდეტოს შენარჩუნება, რომლისკენაც მიმავალ გზაზე ძლეულნი
იქნენ მილანეზე 6-0 და 1-0, ტორინო 1-1 და 2-2 და ანდრეა დორიუ 5-0 და
2-0. აღნიშნული წარმატებით მილანი გახდა ათწლეულის იტალიის საუკეთესო
გუნდი, რომელმაც ამ პერიოდში 3 ჯერ მოახერხა სკუდეტოს მოპოვება. იმ
პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ კიპლინი, იმხოფი, რიცი და ტრერე. შემდეგი
45 წელი ყველაზე უფრო შავი პერიოდია მილანის ისტორიაში. სკუდეტოს გარეშე
თითქმის ნახევარი საუკუნე. 1951 წლის სეზონში ყველაფერი მილანელთა ხელში
იყო. მათ ბოლო ტურში ლაციო უნდა დაემარცხებინათ შინ, თუმცა მოულოდნელმა
მარცხმა რომაულ კლუბთან ეჭვქვეშ დააყენა როსონერის ჩემპიონობა. თუმცა ამ
შემთხვევაში მშველელად მათ ინტერი მოევლინათ, რომელთაც შეეძლოთ ბოლო ტურში
გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადასულიყვნენ საბოლოო ცხრილში, თუმცა
აქაც მოულოდნელობა და ინტერის მარცხმა ტორინოსთან მორიგი სკუდეტო
მოაგებინა მილანს. საუკეთესო ფეხბურთელი გუნარ ნორდალი 34 გოლი 37
თამაშში. სულ მილანმა იმ სეზონში 107 გოლი გაიტანა. 50-იანი წლების
დასწყისში მილანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რაც პირველ რიგში
დაკავშირებული იყო 3 ახალი შვედი ფეხბურთელის გუნარ გრენის, გუნარ
ნორდალის და ნილს ლიდხოლმის შეძენასთან, რომლებიც მომავალ 3 სეზონში
(1950, 1951, 1952) წარმოადგენდნენ იმდროინდელი მილანის ძირითად დამრტყმელ
ძალას. თუმცა 1953 წლის სეზონში შვედთა სამეულს გუნარ გრენი მოაკლდა,
სამაგიეროდ გუნდი ხელმძღვანელობამ იმ დროისათვის რეკორდულ 72 ათას დოლარად
შეიძინა ურუგვაელი ხუან ალბერტო სკიაფინო. მიუხედავად აღნიშნული
ტრანსფერისა მილანმა მხოლოდ 1955 წელს მოახერხა მორიგი სკუდეტოს მოპოვება,
ხოლო 1956 წელს პირველად ისტორიაში მილანი ევროპის ჩემპიონთა თასის
ფინალში გავიდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით დათმო
შეხვედრა მადრიდის რეალთან. ამ ორი სეზონის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელდა
კვლავაც შვედი გუნარ ნორდალი რჩებოდა, რომელმაც 1956 წელს დატოვა გუნდი
(გადავიდა რომაში), რომლის შემადგენლობაშიც მან საერთო ჯამში 257 მატჩი
ჩაატარა და 210 ბურთი გაიტანა (აღნიშნული შედეგი დღესდღეობითაც არ არის
გაუმჯობესებული).
1956/57 წელს მორიგი სკუტედო, რომლის
სულისჩამდგმელებათ გუნდში დარჩენილი ერთადერთი შვედი ნილს ლიდხომი და
ახალშენაძენი კარლიტო გალი მოგვევლინენ. იგივე განმეორდა 1957/58 წლის
სეზონში და მილანმა უკვე მე-7 გამარჯვება იზეიმა იტალიის ჩემპიონატებში.
აღსანიშნავია რომ 50-იან წლებში მილანი კენტ წლებში ხდებოდა ჩემპიონი
1955, 1957, 1959 და ტაიმ-აუტს იღებდა ლუწ წლებში, თუმცა 1958 წელს
მილანმა უკვე ევროპულ არენაზე მიაღწია წარმატებას და პირველად გავიდა
ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში დათმო
შეხვედრა კვლავ მადრიდის რეალთან. 1960-61 წლების სეზონი უკანასკნელი
აღმოჩნდა შვედისათვის მილანის რიგებში, სადაც მან 359 თამაში ჩაატარა.
თუმცა გუნდიდან წასვლამდე მან რეკომენდაცია გაუწია 17 წლის ფეხბურთლეს
ჯანი რივერას, რომელმაც მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის
მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბებაში. მე-8 ოქროს
ტიტული მილანმა 1962 წელს მოიპოვა, სადაც მის რიგებში უკვე ბრწინავდა ჯანი
რივერა. რივერას წინამძღოლობით 1963 წლის 22 მაისს უემბლიზე ჩემპიონთა
თასის ფინალში მილანმა 2-1 დაამარცხა იმ დროისათვის ევროპაში უძლიერეს
კლუბად მიჩნეული პორტუგალიის ბენფიკა შეუდარებელი ეუსებიოთი და ევროპის
უძლიერესი კლუბის ტიტულს პირველად დაეუფლა. ფინალური მატჩის გმირი გახდა
ბრაზილიელი ხოსე ალტაფინი, რომელმაც ეუსებიოს გოლს დუბლით უპასუხა. იმ
პერიოდში მილანის რიგებში ბრწყინავდნენ ასევე ჩეზარე მალდინი, ჯოვანი
ტრაპატონი და ნერეო როკო. 5 წლიანი წარუმატებელი პაუზა შეწყდა 1968
წელს როცა მილანმა მე-9 სკუდეტო მოიპოვა და ამავე სეზონში დაეუფლა თასების
მფლობელთა თასს ფინალში გერმანული ჰამბურგის დამარცხებით. კლუბში შეტევის
ხაზის ახალი ვარსკვლავი აკიაფდა _ პიერინო პრატი. 1969 წელს მილანმა უკვე
მეორედ მოიპოვა ევროპის საუკეტესო კლუბის ტიტული დაამარცხა რა ფინალში
ანგარიშით 4-1 ამსტერდამის აიაქსი, რომელსაც დიდებული იოჰან კრუიფი
მიუძღოდა წინ. მატჩის ბედი სწორედ პრატის ჰეთ-ტრიკმა გადაწყვიტა. ამავე
სეზონში მილანმა ეს ევროპული წარმატება მსოფლიო წარმატებითაც გაამყარა და
საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში არგენტინული ესტუდიანტესი დაამარცხა,
რითაც მილანი პლანეტის უძლიერეს კლუბად იქცა. 1973 წლის 16 მაისს
მილანი მეორედ იგებს თასების თასს ამარცხებს რა ფინალში ინგლისურ ლიდსს
1-0, ხოლო 1979 წელს უკვე ნანატრი მე-10 სკუდეტოს ჯერიც დადგა, რომლის
სულისჩამდგმელი კვლავ დაუვიწყარი შვედი ნილს ლიდხოლმი იყო, ოღონდ უკვე
გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში. 1979 წელი მილანის ერთ-ერთი ლეგენდის
ჯანი რივერას კარიერის დასასრულის და მეორე ლეგენდის ფრანკო ბარეზის
კარიერის დასაწყისის სეზონი იყო. მომავალი 5 წელი ალბათ იყო ერთ-ერთი
ყველაზე უფრო წარუმატებელი პერიოდი მილანის ისტორიაში, რადგან ფინანსური
პრობლემების გამო გუნდი ჯერ სატურნირო ცხრილის ბოლოში მოექცა, ხოლო შემდეგ
პროკურატურის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ დიდ სკანდალში გაახვია
(თამაშების ყიდვა-გაყიდვა), რასაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სანქციები
და მილანის სერია ბ-ში დაქვეითება მოჰყვა. მართალი უკვე 1982-ში მილანი
დაბრუნდა სერია ა-ში მაგრამ ვერ შეძლო იქ ადგილის შენარჩუნება და კვლავ
სერია ბ-ს დაუბრუნდა. ამ დროს კლუბის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა
საყოველთაოდ ცნობილი ჯუზეპე ფარინა, რომელიც სულ მალე სამხრეთ აფრიკაში
გაიქცა იტალიიდან და თან წაიყოლა კლუბის მთელი ფული. უკვე მიდიოდა საუბარი
რომ მოსალოდნელი იყო 1911-1951 წლების პერიოდის განმეორება, რომ არ
გამოჩენილიყო სილვიო ბერლუსკონი თავისი ფინასური იმპერიით, რომელმაც
შეიძინა კლუბი და დღემდე მის მფლობელად ითვლება. ეს ყველაფერი 1986 წელს
ხდება. ბერლუსკონის ფინანსურმა სახსრებმა მალევე დაუბრუნეს მილანს
გამარჯვებულის ფსიქოლოგია. გუნდის მწვრთნელად დაინიშნა არიგო საკი, ხოლო
იტალიელ ფეხბურთლებთან ერთად გუნდში ბრწინავდა ჰოლანდიური მფრინავი
სამეული _ გულიტი რაიკაარდი და ვან ბასტენი. მე-11 ოქროს ტიტული მოპოვებულ
იქნა იმ დროს იტალიაში უძლიერეს კლუბად მიჩნეულ ნაპოლისთან ერთი შეხედვით
უაზრო საჩემპიონო რბოლაში, რომელსაც თვით დიეგო მარადონა მიუძღოდა წინ.
საბოლოოდ მილანმა 1988 წლის 10 მაისს ნაპოლიში დაამარცხა ადგილობრივი
კლუბი ანგარიშით 3-2. სპეციალისტების შეფასებით, იმ დროის მილანი ითვლება
მსოფლიო ფეხბურთის უძლიერეს საკლუბო გუნდად ფეხბურთის მთელი ისტორიის
მანძილზე. 1989 წელს მილანმა უკვე მესამედ მოიპოვა ევროპის უძლიერესი
კლუბის ტიტული, რომლისკენაც გზაზე მან გამანადგურებელი ანგარიშით 5-0
სძლია რეალს, ხოლო ფინალში 4-0 დაამარცხა ბუქარესტის სტიაუა. ამ თამაშში
მილანს მხარს უჭერდა დაახლოებით 100000 ტიფოზი და ეს რიცხვი დღემდე
ითვლება რეკორდულად, როდესაც ერთი კლუბის გულშემატკივართა ამხელა
რაოდენობა გუნდს გაჰყვა ქვეყნის გარეთ.
იმავე წელს კლუბმა
მოიგო მე-2 საკონტინენტთაშორისო თასი კოლუმბიური ნასიონალის დამარცხებით
ანგარიშით 1-0 და პრაქტიკულად შეუჩერებელი იყო ყველა ტურნირში, სადაც კი
იღებდა მონაწილეობას. 1990 წლის 23 მაისი _ მე-4 ჩემპიონთა თასი, ამჯერად
დამარცხებულია ბენფიკა 1-0. იმავე წლის 29 ნოემბერი _ იტალიის სუპერთასი,
ფინალში დამარცხებულ იქნა გენუის სამპდორია. აღნიშნულ პერიოდში მილანი
დაუმარცხებელი გუნდი იყო. იმავე წელს უკვე ევროპის სუპერთასზე იგივე
სამპდორია იქნა დამარცხებული, ხოლო სეზონის გვირგვინად იქცა 9 დეკემბერი,
როცა მე-3 მსოფლიოს უძლიერესი კლუბის ტიტული იქნა მოპოვებული ტოკიოში
პარაგვაული ასუნსონის ოლიმპიის 3-0-ით განადგურებით. 1992-ში გუნდში
ახალი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მოვიდა, რომელმაც ახალი სტილით აათამაშა
გუნდი და ახალი რეკორდი დაამყარა სერია ა-ში, სადაც ლიდერობდა პირველიდან
ბოლო ტურამდე და დაუმარცხებლად განვლო მთელი ჩემპიონატი. მე-12 სკუდეტოც
მოპოვებულ იქნა. იგიევე რეკორდები დაფიქსირდა მომავალ სეზონშიც და
მხოლოდ 58-ე თამაშში დამარცხდა მილანი. ამავე პერიოდში კიდევ 2-ჯერ იქნა
მოპოვებული იტალიის სუპერთასი იუვესთან და პარმასთან ბრძოლაში. დამყარდა
ასევე რეკორდი, რომელიც 10 ზედიზედ მოგებულ თამაშს ითვლიდა ჩემპიონთა
თასზე, თუმცა ეს რეკორდი ტურნირის ფინალში იქნა შეწყვეტილი მარსელის
ოლიმპიკთან 1-0 წაგებით და პრინციპში ეს თამაში იყო იმ დიდებული მილანის
დასასრულის დასაყისი. თუმცა ინერციით 93/94 წლების სეზონშიც მილანმა მოიგო
ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა, ხოლო გუნდის მეკარე სებასტიანო როსიმ
ახალი მშრალი რეკორდი დაამყარა. მას 929 წუთის განმავლობაში არ გაუშვია
გოლი. თუმცა მისთვის ამ რეკორდის დამყარება ძალიან რთული არ უნდა
ყოფილიყო, რადგან მილანის იმდროინდელი დაცვის ხაზი
(ტასოტი-მალდინი-ბარეზი-კოსტაკურტა) პრაქტიკულად გაუვალი იყო ნებისმიერი
თავდასხმისათვის. იმ სეზონში მორიგ სკუდეტოს დაემატა მორიგი ჩემპიონთა
თასი, სადაც ფინალში გამანადგურებელი ანგარიშით 4-0 დამარცხებულ იქნა
ბარსელონა, თუმცა ფეხბურთის ყველა სპეციალისტი და ბუკმეკერები სწორედ
ბარსას უწინასწარმეტველებდნენ წარმატებას. ეს შეხვედრა კლუბის ისტორიაში
ერთ-ერთ ლეგენდარულ მატჩად არის მიჩნეული. შემდეგ სეზონში მილანმა
კვალვ ითამაშა საკონტინენთაშორისო თასის ფინალში, თუმცა დამარცხდა ველეს
სარსფილდთან 0-2, მაგრამ გარკვეუწილად რეაბილიტაციად შეიძლება ჩაითვალოს
ევროპის სუპერთასის მოგება არსენალთან დაპირისპირებაში 0-0; 2-0. მომავალ
სეზონში მილანი კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა ამჯერად
ამსტერდამის აიაქსთან დამარცხდა, რასაც თან დაემატა ლეგენდარული მარკო ვან
ბასტენის ტრამვა, რომელიც მას იურგენ კოლერმა მიაყენა და საბოლოო ჯამში
განაპირობა ამ მართლაც უნიჭიერესი თავდამსხმელის ფეხბურთიდან წასვლა. 1995/96
წლების სეზონში მოპოვებულ იქნა მორიგი მე-15 სკუდეტო, თუმცა გუნდში აღარ
იყვნენ მფრინავი ჰოლანდილები, სამაგიეროდ ბრწინავდნენ რობერტო ბაჯო და
ჯორჯ ვეა. სეზონის ბოლოს ფინანსური უთანხმოების გამო გუნდს ტოვებს
კაპელო. კლუბის პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ უარი თქვა მისთვის
ხელფასის გაორმაგებაზე, რადგან თვლიდა რომ მის გუნდს საერთოდ მწვრთნელის
გარეშე შეეძლო თამაში